პოლიტიკა
კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტიდან გაიწვიეს
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული მეორე კანონპროექტი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.


"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა ჰქონოდა, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნებოდა დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებოდნენ, გენერალური პროკურორისთვის მიემართათ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვათ.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ ეხებოდა უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით
განიხილეს
08:39 / 13.05.2024
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი რუსულ კანონს ეხმაურება.
14:23 / 11.05.2024
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონს ეხმაურება.
„თუკი კანონი მიღებული
იქნება დღეს არსებული ფორმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს
პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
14:09 / 11.05.2024
„თუკი კანონი მიღებული იქნება დღეს არსებული ფორმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
14:09 / 11.05.2024
„თუკი კანონი მიღებული იქნება დღეს არსებული ფორმით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის
ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის
წარმომადგენლები დაესწრებიან.
13:23 / 10.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.