პოლიტიკა
კომიტეტმა „აგენტების კანონი“, მესამე მოსმენით, 67 წამში განიხილა და მიიღო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს. სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხილვა არ ხდება, შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებები.

„შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება ხომ არ გაქვთ? შეკითხვა, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის“, - თქვა ოხანაშვილმა, რის შემდეგაც კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს კენჭი უყარეს და მიიღეს. კომიტეტის სხდომა 67 წამს გაგრძელდა.

„ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე კომიტეტის სხდომას ასე გამოეხმაურა: „ჯერ გარეთ შეგვაყოვნა პოლიციამ. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა... ეს არის არალეგიტიმური სხდომა“.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო, ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შევიდნენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მოქალაქეები პარლამენტთან „აგენტების კანონს“ 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებენ აქციაზე, სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული ორგანიზაციები
11:09 / 18.10.2024
ქართული ორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ.
ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
07:48 / 13.10.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
495–მა ევროპარლამენტარმა მხარი
დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების
ანტიდასავლური პოლიტიკის, მათ შორის „რუსული კანონის“ გამო, ბიძინა
ივანიშვილისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას
გულისხმობს.
11:53 / 10.10.2024
495–მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის, მათ შორის „რუსული კანონის“ გამო, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის
იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას
მოამზადებს.
11:08 / 07.10.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას მოამზადებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.