არჩვნები 2020
თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „გირჩიც“ არ შევა- ზურაბ ჯაფარიძე
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის შიგნით არის სალაპარაკო მისივე თქმით, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „გირჩიც“ არ შევა, შესაბამისად, მეორე ტურშიც არ მიიღებენ მონაწილეობას.
„ქუჩაში პროცესები არის კარგი, ეს არის პოლიტიკური წნეხი ხელისუფლებაზე, რომ აღიარონ, ჩაიდინეს დანაშაული. საბოლოო მიზანი არის ვადამდელი არჩევნების მიღება.
სრულად ვუერთდები ნებისმიერ მსვლელობას, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პროცესებს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მასშტაბური იყო დარღვევები, იყო მოსყიდვა და დაშინებაც",- განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციის შიგნით არის სალაპარაკო.
ამასთან, მისივე თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული დარღვევების შესახებ ისაუბრებს.
„ჩვენი მიზანია ეუთო/ოდირი დავარწმუნოთ, რომ ეს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მე მაქვს კონკრეტული „ქეისი“, როგორ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები. დიდუბე-ჩუღურეთში მე დამაკლდა 100 ხმა და ანა დოლიძეს მოუმატეს 2057 ხმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოკლებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ წუთებში ოპოზიციისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის „შერატონ მეტეხი პალასში" შეხვედრა იმართება. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ისინი ეუთო/ოდირს იმ დარღვევებს გააცნობენ, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.