არჩვნები 2020
“ვაპირებ, რომ დავამარცხო გია ვოლსკი.“ - ზურაბ ჯაფარიძე
"ვაპირებ, რომ დავამარცხო გია ვოლსკი. ის არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ცხადია, ვაპირებ დავამარცხო. ის მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს, წამადგება ამ საქმეში", - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. ის ამბობს, რომ ყველა იმ ოლქში, სადაც წარდგენილია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, იქ "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და მე მქონდა ერთსულოვანი მხარდაჭერა. "გირჩი" რჩება იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც დაიდო "ლეიბორისტების" ოფისში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ ოლქში, სადაც არსებობს შეთანხმებული ერთიანი კანდიდატი, იქ "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიცია შეთანხმდა , რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.