ტაბაწყური - ეგზოტიკური სოფლის ტურისტული პოტენციალი
ტაბაწყური სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ტბის ნაპირზე ზღვის დონიდან 1 991 მ მეტრზე, ნახევარკუნძულზეა გაშენებული.



ულამაზესი ტაბაწყური სულ უფრო მეტად იპყრობს როგორც ტურისტების, ასევე შიდა ვიზიტორების ყურადღებას. ტაბაწყურს თუ ერთხელ ესტუმრეთ შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ, ალპური ზონის სილამაზე და ლურჯი ტბის ულამაზესი ფერთა გამა, ერთად დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.



ტაბაწყური ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. აქ მოხვედრა 2 გზით არის შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან. ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება. ცხრაწყაროს უღელტეხილის გავლით 3 საათის შემდეგ ტბის ულამაზესი ხედი გადაიშლება.

რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მთელი წლის მანძილზე, თითქმის 7 თვე ტაბაწყური გარე სამყაროს მოწყვეტილია. დიდთოვლობის გამოსამანქანო გზა ჩაკეტილია და აქ მისვლა ან ახალქალაქის მხრიდან ან ბაკურიანის გავლით, ბურანის საშუალებით არის შესაძლებელი.




ტბა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. მდიდარია სხვადასხვა სახეობის თევზით, თევზაობის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა. ტბაზე გასეირნება ნავებით არის შესაძლებელი.




ზაფხულის სეზონზე თუ ტბა ლურჯ და მწვანე ფერებში ელვარებს, ზამთრის სეზონზე თეთრ სამოსში ეხვევა, იყინება და თოვლით იფარება. გაყინულ ტბაზე ტურისტები ბურანებით გადაადგილდებიან რაც აქ დასვენებას დამატებით ექსტრემს სძენს.








ტბა ულამაზესია თავისი ქვიანი და ასევე ალაგ-ალაგ ქვიშიანი პლაჟით. კლდიანი ნაპირები გარემოს განსხვავებულ ელფერს სძენს.



ტაბაწყურის თემში მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სომეხია. დასახლება აქ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება. ტაბაწყურში მცხოვრებლების უმრავლესობა მეცხოველეობით და სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს.








ზამთარში გასათბობად, შეშის ალტერნატივად წივას იყენებენ. წივა ცხვრისა და საქონლის გამხმარი ნაკელისგან მზადდება. მას გრძელი და სუსხიანი ზამთრისთვის იმარაგებენ. ზამთრისთვის მზადება ზაფხულში იწყება, ტაბაწყურში, მზიან ამინდში, გასაშრობად გამოტანილ წივას თითქმის ყველა სახლთან შეხვდებით.






მოსახლეობა ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, ტურისტები აქაურობას ხშირად სტუმრობენ. ქალაქის ხმაურიან და რუტინულ ცხოვრებას, სტუმრები სიმშვიდეს ამჯობინებენ და მაღალმთიან ზონას ირჩევენ დასასვენებლად. არიან ოჯახები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ტაბაწყურში ატარებენ.










აქ მოდიან როგორც ავტომობილებით, ასევე ცხენებით და ბურანებით. ღამის გასათევად ვიზიტორების ნაწილი საოჯახო სასტუმროს ქირაობს, ნაწილი კი კარვებში რჩება. 





სოფელში მდებარე ტბა და მიმდებარე ტერიტორიები აღკვეთილად არის გამოცხადებული, აქ ნადირობა აკრძალულია. სწორედ ამიტომ ფრინველები მოსახლეობას არ უფრთხიან და ნაპირთან ახლოს დაცურავენ. 




ტაბაწყურში ასევე შეხვდებით წეროებს. ისინი ბუდეს ხშირად იშენებენ სახურავებსა და ხეებზე ასევე, მაღალი ძაბვის სადენებზე. წეროს ბუდის დიამეტრი 1 მეტრს შეადგენს, წყვილი წეროების გარდა, აქ ბეღურებიც ბინადრობენ. 



ტაბაწყური ალპური ზონაა. აქ ნაძვნარი ძირითადად მოსახლეობის ძალისხმევით არის გაშენებული. სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. საოცარი სილამაზის სოფელი, ხელუხლებელი ბუნებით ბორჯომის სავიზიტო ბარათია.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
2023 წელს, 2022 შედარებით,
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით
გაიზარდა.
12:34 / 01.04.2024
2023 წელს, 2022 შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის
განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ
დასრულებულა.
17:39 / 21.03.2024
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა
2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო
2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
10:01 / 12.02.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი
რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც
ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს.
11:12 / 30.01.2024
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ოთხივე სათხილამურო
კურორტზე 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება.
17:08 / 22.01.2024
საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.