ბორჯომში თუ ყოფილხართ და
საბაგიროთი პლატოზე არ ასულხართ და იქიდან არ გადმოგიხედავთ ე.ი
ბორჯომი არ გინახავთ - ასე ამბობენ ბორჯომში
საბაგირო გზა ბორჯომის პარკს, ქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილთან,
პლატოსთან აკავშირებს. ორბაგირიან ხაზზე ვაგონი 1962 წლიდან
მოძრაობს, 90-იან წლებში განადგურებული საბაგიროს ახალი სიცოცხლე,
2006 წლიდან დაიწყო. ახალი ვაგონი თბილისის 31-ე ქარხანაშია
აწყობილი.
საბაგიროს ორ სადგურს
შორის მანძილი 376 მეტრია
ამ მანძილს ვაგონი 3
წუთში ფარავს
მიწიდან კაბინამდე
ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 116 მეტრია
ერთდროულად საბაგიროს
25 ადამიანი გადაჰყავს.
ნახეთ როგორ მუშაობს ბორჯომის საბაგირო და ულამაზესი ხედი
პლატოდან.