ნოდარ რობაქიძემ საქართველოს ჩამპიონის ქამარი მოიპოვა
ბორჯომელი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება. თბილისში გამართულ შეჯიბრში, რომელიც პროფესიონალურ კრივში ჩატარდა, ნოდარ რობაქიძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული და საქართველოს ქამარი მოიპოვა. ის 69 წონით კატეგორიაში ქუთაისელ მოკრივეს ამბროსი სუთიძეს შეხვდა. მოწინააღმდეგე რვა რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა. მის 9 წლიან სპორტულ კარიერაში ეს პირველი ქამარია.
შეჯიბრში 12 ბრძოლა გაიმართა. ბორჯომიდან სულ სამმა მოკრივემ იასპარეზა.


Print