28 მარტს, "თორი" და "ბორჯომი" ერთმანეთს საქართველოს თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან
ხვალ, 28 მარტს, 15:00 საათზე, ბორჯომის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, საქართველოს თასის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართება ფეხბურთში. გამარჯვებისთვის ერთმანეთს, ბორჯომის "თორი" და ბორჯომის "ბორჯომი" დაუპირისპირდებიან. მათ საფეხბურთო ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ადგილობრივი გუნდი ერთმანეთს ხვდება. 

"ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან თასის გათამაშების ამ ეტაპზე პირველად გვიწევს თამაში. ამ შეხვედრას ორმაგად საინტერესოს და პრინციპულს ხდის ის ფაქტი, რომ ჩვენი მეტოქე ბორჯომის "ბორჯომია". მოგეხსენებათ დერბი (ერთი ქალაქის ორი გუნდის შეხვედრა) ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. "ბორჯომი", ლიგა 3--ში ასპარეზობს და ჩვენ არ გვაქვს ასეთი დონის გუნდებთან ხშირად თამაშის ფუფუნება.
"ბორჯომი" ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით ყველა შანსი გამოვიყენოთ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.
მაყურებელს, ბრძოლას და დაძაბულ დაპირისპირებას ვპირდებით"
- განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, "თორის" მეკარემ და ვიცე კაპიტანმა - ლექსო ოქრომელიძემ.

როგორ დასრულდება თამაში და რომელი გუნდის სასარგებლოდ, ხვალ გაირკვევა. 

Print