"პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ქართველები უფრო საშიშები გახადა" - ესპანეთის მწვრთნელი
"პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ქართველები უფრო საშიშები გახადა" - ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

ახალი მეტოქე დებიუტანტი ქართველების მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მოახლოებული მატჩის წინ ვარაუდობს, რომ 30 ივნისს მოედანზე დაძაბული თამაში იქნება.

"მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ეს არის გუნდი, რომელიც დიდ ტურნირზე თამაშობს და ამარცხებს პორტუგალიას. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი იხვეწებოდნენ და პროგრესირებდნენ თავიანთ საქმეში. მოგვიწევს ჩვენი საუკეთესო ვერსიის ჩვენება, რათა გვქონდეს გავლის შანსი. ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება, რადგან პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ მოტივაციამ ისინი ახლა უფრო საშიშები გახადა. ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, მათაც ექნებათ უსაფრთხოება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდეა, ჩვენს ფეხბურთელებს ეს ესმით", - ამბობს ესპანეთის მწვრთნელი.

ჩვენ მოვიგეთ - ზღაპარი გრძელდება. დღეს სახალხო ზეიმის დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალშია. ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული შეძლეს. მინიმალური შანსი ბოლომდე გამოიყენეს, პორტუგალიელების უძლეველობის მითი დაამსხვრიეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა აუფ შალკეს მოედანზე დაამარცხა გუნდი, რომელიც წლების წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხვიჩა კვარაცხელიას გახსნილი ანგარიშით და გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით ახალი ისტორია დაიწერა. ეროვნული ნაკრები ახლა ახალი ბრძოლისთვის ემზადება. მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი, ესპანეთი იქნება. თამაში კიოლნში, 30 ივნისს გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.