"ქართველი ჰალკის" მორიგი საჩემპიონო ქამარი - საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საგინაშვილს ტრავმის გამო იძულებითი პაუზის აღება მოუწია და "ქართველ ჰალკს" ამის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა.

საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ქართველმა მოიპოვა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი მკლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.
Print