ევრო 2024-ზე ბილეთები უეფას პორტალით გაიყიდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.

„ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

„ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით“, - წერია ფედერაციის 30 მარტის განცხადებაში.

„ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება“, - ამბობენ ფედერაციაში.

ფედერაცია პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

საქართველო-ლექსემბურგის საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს დიდი თავსატეხი გაუჩნდათ - ბილეთების შოვნა 26 მარტის მატჩზე, საქართველო საბერძნეთს ფინალურ ტურში ეთამაშებოდა.

შეხვედრამდე სამი დღით ადრე, 23 მარტს, ექვს საათზე ნაკლებ დროში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასასწრები ყველა ბილეთი ისე გაიყიდა, რომ ფეხბურთის ათასობით ქომაგმა, მიუხედავად მრავალსაათიანი მცდელობისა, ბილეთი ვერ იყიდა.
Print