სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ტურნირში ბარბარე შონიამ პირველი ადგილი დაიკავა
ბორჯომელმა მოჭადრაკემ ბარბარე შონიამ სამცხე-ჯავახეთის პირველობაზე იასპარეზა. მან 14 წლის გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა. ბარბარე შონია ბორჯომის სასპორტო სკოლის მოსწავლეა. რეგიონალური ტურინირი ჭადრაკში ახალციხეში 16-18 თებერვალს ჩატარდა. პირველობა 10-დან 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა. 

Print