მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა
UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს UFC 298-ზე გამარჯვება და ჰენრი სეხუდოს დამარცხება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა. Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრძოლას პირადად დაესწრო.

ცუკერბერგმა ქართველ სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა, შემდეგ კი საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.


Print