ახალდაბაში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა
ახალდაბაში შეჯიბრი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირი ღია არენაზე ჩატარდა. იჭიდავეს, როგორც ადგილობრივმა, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა. ტურნირი სპორტის ოსტატის ოლეგ ლომიძის სახელს ატარებს.
მედლები გათამაშდა 55 დან 73 პლიუს წონით კატეგორიებში. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონს ქართული ჭიდაობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჯილდო გადაეცა.
ტურნირი პანდემიური პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა. ორგანიზატორები იმედოვნებენ რომ შეჯიბრი მომავალ წელსაც გაიმართება.


Print