ტურნირი ძიუდოში ბორჯომის მერიის თასის მოსაპოვებლად
ბორჯომში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თასის ტურნირი პირველად გაიმართა. ორდღიანი შეჯიბრი ბორჯომის სასპორტო სკოლის მიერ იყო ორგანიზებული. ასპარეზობა ცხრამეტ წონით კატეგორიაში ჩატარდა. ჯამში მონაწილეობა მიიღო 500-მდე სპორტსმენმა.
გამარჯვებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მედლებით სიგელებით და თასებით დააჯილოვეს.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტრადიცია გაგრძელდება და ბორჯომში აღნიშნული ტურნირი ყოველწლიური იქნება.



Print