ბარბარე შონია საქართველოს ორგზის ჩემპიონია
ბორჯომელი მოჭადრაკე, ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
დაჯილდოება ბორჯომის სასპორტო სკოლაში გაიმართა. ადმინისტრაციამ, ბარბარე შონია, სიგელით თასით და მედლით დაასაჩუქრა.
ბარბარე შონია ჭადრაკს სამი წლიდან თამაშობს. აქამდე მოიპოვა არაერთი გამარჯვება. პატარა ჩემპიონს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.


Print