სოციალური ვიდეო
ორნი სოფელში
რობერტ ციცქიშვილი და ნელი კიკნაძე 24 წელია მთის სოფელში მარტო ცხოვრობენ. ხანდაზმული წყვილი ბორჯომის სოფ. ვარდგინეთიდან, გუჯარეთის ხეობაში გადასახლდა. ეს მაშინ, როდესაც ეთნიკური ოსებით დასახლებული ხეობა მოსახლეობისგან დაიცალა.

ბარი მიატოვეს და გაუკაცრიელებულ გვერდისუბანში ახალი ცხოვრება დაიწყეს. იქ სადაც არც ელ.ენერგია დახვდათ, არც კომფორტული საცხოვრებელი და არც მოწესრიგებული გზა. წლების განმავლობაში მარტოობას შეეგუენ. საქონელს უვლიან და ბარში დატოვებულ ოჯახს ეხმარებიან. მათ ძველ და დაზიანებულ ხის სახლში სახურავიდან წყალი ჩადის.  

ყველაზე მეტად ზაფხულის მოსვლა უხარიათ, ხან შვილიშვილი ადის სტუმრად, ხან კი მეზობელ სახლებში გამოჩნდებიან ადამიანები. სოფლის ბოლოს კი ფერმაა, სადაც ზაფხულობით ბევრი ხალხია. ზამთარი კი დასახლებაში რთული ასატანიაგად, მკაცრი კლიმატით, დიდთოვლობით და ჩაკეტილი გზით. 


ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენასაც სიხარულით შეხვდნენ. ისაუბრე ყველაფერზე, მარტოობაზე, გაჭირვებაზე, დაბალ პენიასა თუ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე.

ყველაზე მეტად კი ხანდაზმულ წყვილს უშუქობა აწუხებს. „შუქი და ტელევიზორი რომ გვქონდეს რაღა გვიჭირსო“ ამბობენ, ერთადერთი რადიოს იმედად დარჩენილები.








Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.