სოციალური ვიდეო
რა პრობლემები აქვთ ვალეში მცხოვრებლებს?
ვალეში, ისევე როგორც სხვაგან, ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ ძირითადად წყლის, საკანალიზაციო სისტემის და ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებების პრობლემა აქვთ. ვალელები ამბობენ, რომ უმუშევრობის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მიწის ნაკვეთების მორწყვა ძვირი უჯდებათ.




საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ვალეში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თამარ მეფისა და კაკაჩიშვილის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი, ასევე სრულად შეიცვლება შიდა ქსელი და მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტის განხორციელებას 6,400,000 ლარი მოხმარდება, სამუშაოების დასრულება 2020 წლის მაისში იგეგმება და შედეგად 3 700-მდე ადგილობრივი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით.

რაც შეეხება სარწყავ წყალს, თვითმართველობაში ამბებენ, რომ ვალეში სარწყავი წყლის პრობლემა არ არის. გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის პრობლემის მოგვარება კი მათ არ შეუძლიათ.  ვალეში მომდევნო ეტაპზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარებაც იგეგმება. ასევე დაგეგმილია ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაციაც, რომელსაც საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს და სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნებიც მოეწყობა.


რაც შეეხება გასართობებს ახალგაზრდებისათვის. უკვე დასასრულს უახლოვდება კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია და შენობა იქნება განახლებული. ასევე მათი განცხადებით, იუსტიციის სახლის სერვის ცენტრის მიმდებარედ მოეწყო სკვერები, აშენდა საბავშვო ბაღი და ა.შ. რაც ახალგაზრდებისთვის გართობის ერთგვარი საშუალებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.