სოციალური ვიდეო
რა პრობლემები აქვთ ბორჯომის მაღალმთიან ზონაში მცხოვრებლებს?
ბორჯომის მაღალმთიანი ზონა, რომელშიც შემავალი 4 სოფელია: ტაბაწყური, ბალანთა, მოლითი და ჭიხარულა, ქალაქიდან 70 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აქ ძირითადად სომხური თემი ცხოვრობს, მთლიანობაში 300 კომლზე მეტი. მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მაღალმთიან ზონაში მაცხოვრებლები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გარესამყაროს წყდებიან, რადგან აქ დამაკავშირებელი გზა იკეტება და მოსახლეობა საკუთარ პრობლემებთან ერთად, საკუთარ თემში რჩება. პრობლემები ბევრი აქვთ, თუმცა კამერებთან ღიად სასაუბროდ კაცები უფრო მოდიან, ვიდრე ქალები. ცოლები ძირითადად, სახლში საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული.





ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია აქამდეც ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. მომავალ წელს კი კვლავ აპირებენ ტენდერის გამოცხადებას, გზების რეაბილიტაციისთვის მილიონ 250 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება სასმელ წყალს, მერის მოადგილის ბუბა ბერიძის თქმით, მოლითში დაგეგმილია მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია და სრულიად ახალი მილებით მოხდება ძველის ჩანაცვლება, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და ადგილობრივებს მოუგვარდებათ წყლის პრობლემა.

რაც შეეხება ამბულატორიას, შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მიმდინარე წლს იგეგმება მისი სრული რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რომ ამბულატორიამ სრულყოფილად იმუშაოს და მოემსახუროს პაციენტებს.თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მისი სრულად რეაბილიტაცია და აღჭურვა იგეგმება. ბავშვების გასართობებთან დაკავშირებით კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, აცხადებენ რომ ტაბაწყურში მცხოვრებ ბავშვებს მალე ახალი სპორტული მოედანი ექნებათ. ასევე მოეწყობა „ტრენაჟორები“. მერის მოადგილის, ბუბა ბერიძის განმარტებით, ბალანთასა და ჭიხარულაში წელს სხვა პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, ბავშვებისთვის ატრაქციონების და სხვა გასართობი ადგილების მოწყობას კი მომავალი წლიდან გაითვალისწინებენ.




Print