ჯემალ ღონღაძემ 10 წლის წინ 3 მეგობართან ერთად 2 ცხენი გასართობად
შეიძინა. წლების შემდეგ გართობა ბიზნესად აქცია. ბორჯომის საცხენოსნო
ტურების გაკეთება გადაწყვიტა და მეგობრებიც დაასაქმა.
ტურისტებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რამდენიმედღიან ტურებს
სთავაზობს. ახლა 15 ცხენი ჰყავს და მომავალში საცხენოსნო ტურიზმის
განვითარებას გეგმავს.