სოციალური ვიდეო
რამდენად სწორად ხარჯავს ხელისუფლება თანხას, ტურისტული სეზონის მოსამზადებლად?
ბორჯომში, ზაფხულის საკურორტო სეზონი 1 ივნისიდან ოფიციალურად იხსნება და სექტემბრის ბოლომდე აქტიურად გრძელდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში, აცხდებენ, რომ სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. როგორც ქალაქში ასევე სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. კონკრეტულად რა თანხა იხარჯება მოსამზადებელი პერიოდისთვის, ციფრების თქმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უჭირთ, რადგან სამუშაოები კომპლექსურად მიმდინარეობს და ამ სამუშაოებისთვის თანხა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან არ არის გამოყოფილი.

"სამუშაოები საკურორტო ადგილებში სეზონის ოფიციალურ გახსნამდე დასრულდება, შესაბამისად ქალაქის სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნებათ. ქალაქის იერსახისათვის ზრუნვა წლის დასაწყისიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო გასართობი და დასასვენებელი ადგილები, ასევე გარე ტრენაჟორების მოედნები. ინტენსიურად ირგვება მარადმწვანე ხე-მცენარეები და დეკორატიული ყვავილები. რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩატარდა ცენტრალურ პარკში. დღეს პარკი დამსვენებლის მისაღებად სრულ მზადყოფნაშია"
- - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კითხვაზე - რამდენად სწორად ხარჯავს ხელისუფლება თანხას, ტურისტული სეზონის მოსამზადებლად? რესპონდენტებმა არაერთგვაროვნად უპასუხეს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ თანხა მიზნობრივად იხარჯება, ნაწილი კი მიიჩნევს ფინანსები არასწორად არის გათვლილი სეზონის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის


Print