სოციალური ვიდეო
რომელ პროფესიას ირჩევენ პატარები
„ვინ უნდა გამოხვიდე რომ გაიზრდები?“- ეს შეკითხვა ბავშვობაში ყველა ჩვენთაგანისთვის დაუსვამთ. პასუხი ყოველთვის გვაქვს, ზოგჯერ არარეალურიც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პროფესიების თემას სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში გადიან. უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებმა იციან, რას ემსახურება ესა თუ ის პროფესია.
ჩვენს მიერ გამოკითხულ პატარა რესპონდენტებს უკვე არჩეული აქვთ მომავალი პროფესია. გამოკითხული ბავშვებიდან უმრავლესობას პოლიციელობა და მასწავლებლობა სურს. მათ შორის არის უცნაური სურვილებიც.


Print