სოციალური ვიდეო
ნიკოლოზის გზა
ნიკოლოზის გზის ტრადიციული მსვლელობა ბორჯომში, ორ ათეულ წელს ითვლის. ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, 21 მაისს, მრევლი 21კმ-იან მანძილს ფეხით გადის. მსვლელობა ლოცვით და გალობით, ტიმოთესუბნის მონასტრიდან, წმ. ნიკოლოზის ტაძრამდე ეწყობა. ყოველწლიურად, გზის 21 კმ-იან მონაკვეთს ფეხით გადის, 71 წლის ზეინაბ ლეკვეიშვილიც.

ნიკოლოზის გზის ტრადიციულ მსვლელობას საფუძველი 20 წლის წინ, მეუფე სერაფიმემ ჩაუყარა. სიმბოლური მსვლელობის ტრადიცია, წმინდა ნაწილების გადასვენებას უკავშირდება.
Print