სოციალური ვიდეო
ჰამაკების ქალაქი
თბილისიდან, 130კმ-ს თუ გამოივლით, თქვენ "ჰამაკების ქალაქში" მოხვდებით. ცენტრალურ გზაზე, გასაყიდად გამოტანილი ჰამაკები, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ. ხაშურში, ჰამაკების შეძენა, ბორჯომის ქუჩაზეა შესაძლებელი.

ჰამაკებს ადგილობრივები ქსოვენ და ჰყიდიან. მოსახლეობა სეზონურ შემოსავალზეა დამოკიდებული. ჰამაკები 15-დან 40 ლარამდე ღირს. ფასს, მისი ზომა და ხარისხი განსაზღვრავს.

Print