სოციალური ვიდეო
ხეზე კვეთის ოსტატი
74 წლის თანგულ ორთოიძე საკუთარ სახელოსნოში მოფუსფუსე დაგვხვდა.ამჯერად ხეზე მუშაობს, თუმცა ხესთან ერთად მუშაობს ქვაზეც, ლითონზეც და საკუთარი ძალები ფერწერაშიც მოსინჯა. ამბობს, რომ მოყვარული ფერმწერია.

მშობლების გადაწყვეტილებით უმაღლეს სასწავლებელში სავაჭრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. დამთავრების შემდეგ ბორჯომში ჩამოვიდა და მას შემდეგ მშობლიური ქალაქიდან აღარ წასულა. ბორჯომში მხატვართა გაერთიანებ ჩამოაყალიბა და ქალაქის გალამაზებაზე დაიწყო ზრუნვა. ბორჯომს მისი და მისი მეგობრების ხელი დღემდე ატყვია. ქალაქში რამდენიმე კედელზე, მის მიერ გაკეთებული მოზაიკა დღემდეა.




მოსწავლეები ყოველთვის ჰყავდა, დღესაც ახალგაზრდებს საკვირაო სკოლაში ხეზე კვეთას ასწავლის. ბორჯომში თუ კი ვინმე ხეზე მუშაობს მისი ნამოწაფარია.

ოცნებებზე ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ ქალაქში ხელოვნების მუზეუმის გახსნა უნდა, წლებია ამაზე მუშაობს, მაგრამ დღემდე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.


Print