სოციალური ვიდეო
გაჭირვებისგან ამღერებული მსახიობი
კახა ნოზაძე, ბორჯომის პარკის დამსვენებლებს, მუსიკალურ განწყობას უქმნის. უკვე 4 წელია, ზამთარ-ზაფხულ, თავისი ინსტრუმენტებით მოდის და ღია ცის ქვეშ მღერის. უკრავს გიტარაზეც და პიანინოზეც. სიმღერა, მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

მუსიკალური განათლება არ აქვს. სიმღერა, ბავშვობაში დისგან ისწავლა და მღეროდა ანსამბლ "შვიდკაცაში"-ც.

პროფესიით მსახიობია. 15 წელი მინიატურების თეატრში მუშაობდა მსახიობად, იყო რეჟისორიც. თეატრიდან გამოუშვეს, ვერც სხვაგან დასაქმდა. როგორც თავად ამბობს, ყველგან უარით გამოისტუმრეს. გაჭირვების გამო, თბილისში სახლი გაყიდა და ბორჯომს დაუბრუნდა.

მშობლიურ ქალაქში, დედასთან ერთად ქირით ცხოვრობს და თავს ასე ირჩენს. 60 წლის კახა ნოზაძე ამბობს, რომ სიმღერის გარდა სხვა გზა არ დარჩენია.


Print