სოციალური ვიდეო
თანამონაწილეობა ცვლილებებისათვის - რა შედეგებს აღწევენ მოქალაქეები აქტიურობით
ამ 15 წუთიან ვიდეოში გიყვებით პროექტზე, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ბორჯომსა და ნინოწმინდაში 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.
ორგანიზაციამ იმუშავა 4 სამიზნე ჯგუფთან ქალებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან და მაღალმთიან ზონაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან.

პროექტი რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა.

პირველი იყო ამ ჯგუფების საჭიროებების კვლევა და გამოვლენილი გამოწვევების პრიორიტეტიზაცია

შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის ჯგუფი.

ამის შემდეგ დაიწყო ჯგუფის აქტიურ წევრებთან ერთად, ადვოკატირების კამპანიები.

მედია ცენტრის, მოქალაქეების, ადგილობრივი მედიის და თვითმმართველობის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დღეს ბორჯომის მაღალმთიანი ზონის 4 სოფელს აქვს უფასო ტრანსპორტი, ამავე სოფლებისთვის გადაწყვეტილია საბავშვო ბაღის მშენებლობა, ნინოწმინდაში წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნათ სტიპენდია.

ბორჯომში ახალგაზრდების გასააქტიურებლად იგეგმება ახალგაზრდული ინიციატივების მექანიზმის დანერგვა, ნინოწმინდაში კი იწყება მუნიციპალური ტრანსპორტის სტრატეგიაზე მუშაობა.





Print