მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მშობლების და შვილების ურთიერთობა
ყოველთვის იყო და არის აქტუალური პრობლემა მშობელსა და შვილებს შორის ურთიერთობა. სხვადასხვა ასაკში ბუნებრივია, ეს ურთიერთობა სხვადასხვა დოზით არის. პატარა უფრო მეტად მიჯაჭვულია დედას, მამას, ბებიას თუ სხვა ოჯახის წევრს. თუმცა რაც დრო გადის, ბავშვს სურვილი უჩნდება რომ მეტად დამოუკიდებელი გახდეს და მშობელსაც თავისმხრივ ურჩევნია დამოუკიდებელი და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი იყოს მისი შვილი.


ბავშვი იზრდება, ბავშვთან ერთად მშობელიც, რომელიც სწავლობს მის ცალკე პიროვნებად აღქმას. მისი სურვილების, ინტერესების, აზრის გათვალისწინებას და პატივისცემას.


როდესაც მეგობრებს ვეკითხები, თუ რას ფიქრობენ ამ პრობლემის შესახებ, ისინი მპასუხობენ, რომ - „როდესაც პატარები იყვნენ უფრო მეტად ითვალიწინებდნენ მშობლის რჩევას, ახლა კი ურჩევნიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება“. ისინი როდესაც იზრდებიან, უფრო ნაკლებ დროს ატარებენ მშობლებთან, დიდად არ ეკონტაქტებიან და საიდუმლობებს აღარ უმხელენ. იძენენ მეგობრებს და მათთან უფრო გახსნილები და გულახდილები არიან.


მე ჯერ 12 წლის ვარ და ბევრ რამეში ისევ დედაზე ვარ დამოკიდებული. ყოველთვის ვეკითხები აზრს, რჩევას, ვთხოვ დახმარებას. თუმცა ბევრ საკითხებში უკვე მეუბნება, რომ გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. თუ რამე მცირედი პრობლემა მაქვს, მასწავლის რომ საკუთარი ბავშვური პრობლემები თავად მოვაგვარო. თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ, თუმცა მივხვდი რომ ასე მეტ ფიქრს ვსწავლობ. ალბად რაღაცეები მეშლება კიდეც, მაგრამ ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნება, როცა საკუთარი თავის რწმენა ბავშობაშივე ჩამოგიყალიბდება. თუმცა ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომელიც რა ასაკშიც არ უნდა იყო,აუცილებლად უნდა კითხო რჩევა უფროსს, გაუმხილო საიდუმლო ან თხოვო დახმარება.


გვანცა სტეფნაძე



მთავარია, ეს ჯაჭვი არასოდეს არ გაწყდეს, როგორი განსხვავებული აზრები არ უნდა გვქონდეს, რადგან მშობელზე ახლობელი და გულშემატკივარი არავინაა.




ავტორი: გვანცა სტეფნაძე, 12 წლის.

ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე 




Print