მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
პანდემია და განათლება
უკვე 2 წელზე ცოტა მეტია რაც კორონავირუსის პანდემიამ ჩემი სწავლების რეჟიმი შეცვალა. სკოლის დაკეტვამ და ონლაინ რეჟიმზე გადასვლამ, ხელი შეუშალა სრულყოფილი განათლების მიღებას მოსწავლეებში.

სანამ პანდემია დაიწყებოდა, უფრო საინტერესო და გაკვეთილები ტარდებოდა. ონლაინ სწავლების დროს მასწავლებლები ვერ ასწრებენ სრულად მოგვაწოდონ ინფორმაცია.

არის შემთხვევა, როდესაც მასწავლებელს ინტერნეტი არ აქვს, ჩვენ ველოდებით, გაკვეთილი ცდება. ზოგჯერ ჩემი მასწავლებლები ვერ ეტევიან დროში, ამიტომ ვალდებულები ხდებიან გადააცილონ გაკვეთილის დროს ან ვერ ხსნიან ახალ მასალას.

გარდა ამისა, ყველა ბავშვს ხელი ვერ მიუწვდება, რომ დაესწროს ონლაინ გაკვეთილს. ზოგიერთს შეიძლება არ ჰქონდეს კომპიუტერი, ტელეფონი ან ინტერნეტი. მაგ: მე როდესაც ონლაინებზე ვერთვები არის შემთხვევა, როცა მასწავლებელს ჩემი ხმა არ ესმის, ან მე არ მესმის მისი. ასევე უარყოფითი მხარეა, როდესაც დამოკიდებულები ხდებიან ტელეფონსა თუ კომპიუტერზე. თუმცა დადებითია როდესაც უფრო შევიცნობთ ტექნიკას, მივიღებთ მეტ გამოცდილებას.

სკოლაში ვნახულობთ ერთმანეთს, უფრო ხალისით ვსწავლობთ, მასწავლებლები დროშიც ეტევიან გვიხსნიან გაკვეთილებს, თუ დრო დარჩებათ დავალებებსაც.

მე მირჩევნია ისევ იყოს სკოლა სადაც ჩვენ ერთმანეთს ვნახავთ და მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას.

ნატალი ბარდაძე
ბორჯომი


Print