მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
დედამიწა და ჩვენ
გამარჯობა, მე ვარ ლიკა ფანჯაკიძე წაღვერიდან. მინდა გესაუბროთ 22 აპრილზე. დღეს არის დედამიწის დღე, რაც შესაძლოა მოსახლეობის 60%-მაც არ იცის. ამ დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, 1970 წლიდან.
მინდა ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი გაგიზიაროთ. ყველაზე ძალიან გული იმაზე მწყდება, რომ დედამიწამ ჩვენზე იზრუნა, მოგვცა ჰაერი, რითიც ახლა ვსუნთქავთ, მოგვცა პირობები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენ? როგორ ვუხდით სამაგიეროს? ბუნების მოვლით?! არა, რა თქმა უნდა! სამწუხაროდ პირიქით, დაბინძურებით.



ოდესმე გვიფიქრია იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენ უყურადღებობას? ალბათ, არა! რადგან, ასე არ მოვიქცეოდით.

იცით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შეიძლება დედამიწაზეც გაქრეს ჰაერი და აღარც ჩვენ ვიარსებოთ... კარგით, თუ სხვებზე არ ვფიქრობთ, საკუთარ თავზე ხომ მაინც ვფიქრობთ? იცით, ყველაზე დიდი უდაბნო, საჰარა რომ არის, როგორ წარმოიშვა? ზუსტად ჩვენი უყურადღებობით და სადაც საჭირო არ იყო, იქ რომ მოვჭერით ხეები და დაწვით, აი მაგის შედეგია.





ხედავთ, როგორი სუფთა და ლამაზი იყო დედამიწა სანამ ჩვენ, ადამიანები გავჩნდებოდით. და ახლა?

მოგწონთ ასეთ ადგილზე ცხოვრება? თუ არ მოგწონთ, ძალიან გთხოვთ რომ დავასუფთავოთ დანაგვიანებული ადგილები , არ დავყაროთ ნარჩენები და გავაფრთხილოთ სხვებიც. შენიშვნის მიცემა უხერხული ნამდვილად არ არის!

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ აი მე რა შუაში ვარ ან ეს ხომ მე არ დამიყრია და რატომ უნდა დავალაგოო??? ან, ჩვენი რა ბრალია, რომ დედამიწა დაბინძურებულიაო.


მაგრამ, ვცდებით როცა ასე ვფიქრობთ. სიგარეტის ნამწვის დაგდებითაც კი ვაბინძურებთ ბუნებას. ხომ შეიძლება რამეს წაეკიდოს, გადაიზარდოს ხანძარში და დაიწვას ტყე?




ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის რომ ერთხელ მაინც არ დაუგდია ნაგავი ქუჩაში, მათ შორის მეც.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, მცირედი დანჩენის დაყრის შემთხვევაშიც უდიდეს ზიანს ვაყენებთ ჩვენს გარემოს. თუ ამაზე ერთხელ მაინც დავფიქრდებით, იმედი მაქვს აღარ გავიმეორებთ!


ძალიან გთხოვთ, ნუ დავაბინძურებთ ბუნებას. ჩვენ უნდა მოვუაროთ მას, რადგან ჩვენი უყურადღებობით, მომავალში შეიძლება დედამიწა დაგვხვდეს გადამწვარი.



არგუმენტისთვის მოგიყვანთ ერთ მაგალითს:

2008-2017 წლებში, ორჯერ, ჩვენთან დაბა-წაღვერის ტყეში მოხდა მასშტაბური ხანძარი, რომელიც დიდი ალბათობით, არ იყო მაღალი ტემპერატურისგან გამოწვეული. სავარაუდოდ, ადამიანების დაუდევრობის შედეგი იყო. ცეცხლი, ტყის დიდ მასივს მოედო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართული იყო საჰაერო ტექნიკა.



შედეგად, მივიღეთ ტყის გადამწვარი ფართობი. აქამდე, ხეებისგან გამწვანებული გარემო მალე ალისფერში გაეხვა და უსიცოცხლო ფერებში შეიცვალა.



ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, ძალიან ბევრმა მოხალისემ, დიდმა თუ პატარამ, ნახანძრალ ტერიტორიაზე, თავიდან დარგო ხის ნერგები. მოდით, ამ ხალხს მივბაძოთ და არა ისეთებს რომლებიც, ბუნებას ანადგურებენ.





ვიცი რომ, ხე გასათბობად გვჭირდება. მაგრამ, ხომ შეგვიძლია, რამდენ ხესაც მოვჭრით, იმდენივე დავრგოთ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ მოვჭრათ ჯანსაღი ხეები. იმედი მაქვს, აღარ გავიმეორებთ იგივეს და მივხვდებით რომ, ჩვენი არასწორი საქციელით ვანადგურებთ ჟანგბადს, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის.

ახლა გადავიდეთ დაბინძურებაზე. როცა ქუჩაში ან მდინარეში ნაგავს ვყრით, ვიღაცას ვუშავებთ რამეს? რა თქმა უნდა არა, თუმცა ვანადგურებთ ბუნებას...



როცა მდინარეში ნარჩენებს ვყრით, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ მცირედი დაბინძურებითაც შეიძლება ადიდდეს მდინარე და უარესი შედეგი მოყვეს. მტკვარში ჩაყრილი ნაგავი შეიძლება წყალში გავრცელდეს და დააბინძუროს იქაურობა. ასეთ სურათს ჩვენს ირგვლივ ხშირად შევხვდებით. სამწუხაროდ, ხშირად მინახავს ჩვენს სოფლებში, დაბებსა და უბნებში დაბინძურებული მდინარეები.



ხედავთ უყურადღებობას რა მოჰყვება? იმედი მაქვს, აღარც ნაგავს დავყრით და აღარც ხეებს მოვჭრით და მითუმეტეს არ გავანადგურებთ გარემოს.
მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია გავუფრთხილდეთ დედამიწას, ბუნებას, სხვის სიცოცხლეს და რაც მთავარია, საკუთარ სიცოცხლეს. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მსურს ვიცხოვრო სუფთა გარემოში. გილოცავთ დედამიწის დღეს!



ლიკა ფანჯაკიძე

12 წლის

New მედია კლუბის წევრი




Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.