მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჩემპიონი ბორჯომიდან - ინტერვიუ ბარბარე შონიასთან
გამარჯობა, მე ვარ ნია ხუციშვილი ბორჯომის რაიონის სოფელ დვირიდან. ვარ “NNew მედია კლუბის“ წევრი. ამ პროექტის ფარგლებში, შემდეგი მასალა გადავწყვიტე მომემზადებინა ბორჯომელ პატარა ჩემპიონზე. მოჭადრაკე ბარბარე შონიას, ერთ-ერთი თამაშის დღეს ვესტუმრეთ და კითხვები დავუსვით. გთავაზობთ ინტერვიუს ბარბარესთან:





ვინ და როგორ შეგასწავლა ჭადრაკის თამაში?

ჭადრაკის თამაში შემასწავლა ბაბუამ. სამი წლის რომ გავხდი მეორე დღესვე მასწავლა ჯერ ფიგურების დაწყობა შემდეგ სვლები.


რამდენი წელია რაც ჭადრაკს თამაშობ?

სულ ხუთი წელია რაც ჭადრაკს ვთამაშობ.


პროფესიონალურად უკვე როდიდან იღებ მონაწილეობას ტურნირებში?

პირველად მონაწილეობა მივიღე ახალციხეში როდესაც ვიყავი ოთხი წლის.


როგორი გრძნობაა როდესაც საქართველოს ჩემპიონი ხარ ჭადრაკში?

ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რადგან ჩემპიონი ვარ. ისიც მიხარია, რომ ხალხი ქუჩაში მცნობს, ჩემთან ფოტოებსაც იღბენ და ტელევიზიები მოდიან ჩემთან ინტერვიუს ასაღებად.




რა სირთულეები ახლავს ჭადრაკის ონლაინ სიცრცეში თამაშს?

ის არის ცუდი, რომ სულ კომპიუტერთან მიწევს ჯდომა, ასევე ცუდია როცა მოწინააღმდეგეს პირისპირ ვერ უყურებ. ზოგჯერ ინტერნეტი ითიშება და ეს ტექნიკური პრობლემებიც მიშლის ხელს თამაშში.


რა არის შენი მთავარი მიღწევა?

ჩემი მთავარი მიღწევაა, რომ ახლა საქართველოს ჩემპიონი ვარ.


რომელია შენი საყვარელი ფიგურა ჭადრაკში?

ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი.


ვინ არის შენი საყვარელი მოჭადრაკე?

ჩემი საყვარელი მოჭადრაკეები არიან ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი.


ჭადრაკის თამაშის გარდა რას აკეთებ თავისუფალ დროს?

მთელ ჩემს დროს ჭადრაკს ვუთმობ და თავისუფალი დრო აღარ მრჩება, რადგან მინდა, რომ ძალიან ცნობილი მოჭადრაკე გამოვიდე.




რომელია შენი საყვარელი ნივთი?

ჩემი საყვარელი ნივთია ჭადრაკის დაფა.


რომელია შენი საყვარელი საგანი სკოლაში?


ჩემი საყვარელი საგანი სკოლაში არის მათემატიკა.


სად გინდა იმოგზაურო და რატომ?

ძალიან მინდა წავიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, ასევე ძალიან მინდა ვიმოგზაურო კუნძულ კრეტაზე, რადგან იქ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი.


რა არის შენი მთავარი მიზანი?

ჩემი მთავარი მიზანია გავხდე მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკის თამაშში.


რაზე ოცნებობ?

ხშირად ვოცნებობ, რომ გავხდე ჩემპიონი და ვითამაშო ჭადრაკი ბევრ ქვეყანაში. 





ნია ხუციშვილი

13 წლის

New მედია კლუბის წევრი







Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.