ინტერაქტიული მულტიმედია
ორჯერ გამოცხადებული ტენდერი და მოლითი ისევ გზის მოლოდინში
18 / ივნისი 2019
ორჯერ გამოცხადებული ტენდერი და მოლითი ისევ გზის მოლოდინში
68 წლის შოთა მარგარიანი ამ გზას ყოველდღიურად ფეხით გადის. გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ურთულდება, როცა მონაკვეთი ატალახებულია და ჭირს მოძრაობა. ამბობს, რომ სოფელ მოლითში სულ 5 კმ-ია, რომელსაც რეაბილიტაცია წლებია სჭირდება და დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

„ძალიან ცუდი გზაა, გადაადგილება გვიჭირს. შარშან მოვიდნენ, რამდენიმე მანქანით ხრეში დაყარეს, გაიარეს და წავიდნენ“ - ამბობს შოთა მარგარიანი.



დაზიანებული გზა მოლითში №1 პრობლემაა. აქ გადაადგილება ფეხით მოსიარულეების მსგავსად, უჭირთ მანქანის მძღოლებსაც. ამბობენ, რომ ქვაღორღიან გზაზე საბურავი ფუჭდება და ეს ყველაფერი კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი ვერ აღწევს დროულად დანიშნულების ადგილამდე, მაშინ როცა თითოეული წუთიც კი გადამწყვეტია პაციენტისთვის. 



აღსანიშნავია ისიც, რომ მოლითი, ტაბაწყურის თემში შემავალი, მაღალმთიანი ზონის სოფელია. ესაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტს. ზღვის დონიდან 2050 მ სიმაღლეზე და ბორჯომიდან 64 კმ-ში მდებარეობს. გარესამყაროს ისედაც მოწყვეტილ სოფელში, დღითიდღე მცირდება ადგილობრივების რაოდენობაც, რაც მოსახლეობის თქმით სოფელში არარსებულმა გზამ და ინფრასტრუქტურამ განაპირობა. 



მოლითელები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთშიც და მთელ საქართველოშიც აღარ დარჩა სოფელი სადაც გზა არ დაიგო. ეს მათ ძალიან ახარებთ, თუმცა წუხან იმაზე, რომ მათ სოფელში ინფრასტრუქტურა ვერ ვითარდება და წლებია გზის დაგებას უშედეგოდ ელიან. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემები, სოფელში მიგრაციას უწყობს ხელს.

„ჩვენს სოფელში, 5-6 წლის წინ იყო 70 კომლი, ახლა დარჩენილია 40-50 ოჯახი. რატომ? არც ნორმალური გზა არის, არც ნორმალური პირობებია. ამის გამო ხალხი სოფლიდან გარბის და ჩვენზე არავინ ფიქრობს სამწუხაროდ“ - ამბობს სოფელ მოლითის მკვიდრი.



თემის რწმუნებული მნაცაკან ირიციანი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მოლითში გზის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი და აქვე განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ დაიწყო სოფელში აღნიშნული სამუშაოები.

„დიდი ხანია, ორჯერ გამოაცხადეს ტენდერი და არავინ გამოჩნდა ისეთი ვინც გზაზე ასფალტს დააგებდა. ამიტომ დარჩა ეს გზა ამ მდგომარეობაში“ - ამბობს ტაბაწყურის თემის რწმუნებული მნაცაკან ირიციანი.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს, ე.წ. „ცხრაწყაროს უღელტეხილიდან“ ახალქალაქის საზღვრამდე არსებული 25 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოხრეშვა მოხდა. თუმცა ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ ეს იყო პრობლემის დროებითი მოგვარების გზა და სამომავლოდ აპირებდნენ გზის მოასფალტებასაც. მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ დაგეგმილი ჰქონდათ ახალქალაქი-ბორჯომის საზღვრამდე, თემში არსებული ყველა სოფლის: მოლითის, ტაბაწყურის, ბალანთის და ჭიხარულას გზების მოწესრიგება, რომელიც 3 წელზე იქნებოდა გადანაწილებული და ეტაპობრივად შესრულდებოდა სამუშაოები. გზების მოასფალტების მიზნით, წელს ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ორჯერვე ჩაიშალა და პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა.

„ორჯერ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაინტერესდა არცერთი კომპანია, რომ ემუშავა იმ ტერიტორიაზე. სავარაუდო მიზეზი ალბათ გეოგრაფიული მდებარეობა და იქაური კლიმატური პირობებია, რამაც განაპირობა მათი ინერტულობა და ნაკლები ინტერესი. პროცედურები ისე გვქონდა განსაზღვრული, რომ გაზაფხულზე ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო და ზაფხულში რეაბილიტაციაც დასრულდებოდა. ახლა კი აზრი აღარ აქვს კიდევ გამოცხადებას ტენდერის, რადგან სექტემბრიდან უკვე კლიმატი იცვლება იქ და დროში ვერ მოესწრებოდა, შესაბამისად თანხის ტყუილად დახარჯვაც გამოგვივიდოდა, ამიტომ ვაპირებთ მომავალი გაზაფხულიდან დავიწყოთ იგივე პროცესი“ - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.



მილიონ 250 000 ლარი ეს ის თანხაა, რაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული. ამ თახის 80%-ს რეგიონული განვითარების ფონდი დაფარავს, 20%-ის ანაზღაურება კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან უნდა მოხდეს. იგივე პირობებით გამოცხადდება ტენდერი მომავალ წელსაც. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში იმედოვნებენ, რომ კომპანიები გააქტიურდებიან და დაიწყებენ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„აღსანიშნავია ის, რომ აქამდე მოსაწესრიგებელი იყო ახალქალაქამდე არსებული გზაც, ახლა ის გზა რეაბილიტირებულია და აქამდე თუ უკან იხევდნენ კომპანიები იმ ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოების დაწყებისგან, ვფიქრობთ აწი უფრო დაინტერესდებიან და გააქტიურდებიან. ვიმედოვნებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია, რადგან ჩვენთვისაც რთული იყო ამ არსებული გამოწვევების ახსნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის“ - ბუბა ბერიძე.



მაღალმთიან ზონაში, ზაფხული გრილი და ხანმოკლეა. სექტემბრიდან კლიმატური პირობები საგრძნობლად იცვლება და ამინდის გაუარესებასთან ერთად, თემთან დამაკავშირებელი გზაც იკეტება. შესაბამისად, ეს ოთხი სოფელი ზამთრის პერიოდში გარე სამყაროს წყდება. სოფელ მოლითში მუდმივად მცხოვრები 50-მდე ოჯახი მომავალ წლამდე იგივე პრობლემის წინაშე დარჩება. მოყინული თუ ატალახებული გზის გავლა როგორც ფეხით, ასევე მანქანით კვლავ არაერთხელ მოუწევთ. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონის გადატანის შემდეგ კი შესაძლოა მათი რამდენიმე წლიანი ნატვრა ახდეს და მოლითელებმა მოასფალტებულ გზაზე შეძლონ გადაადგილება.

ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ყველაზე მაღალმთიანი ზონიდან
12 / ივნისი 2019
ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ყველაზე მაღალმთიანი ზონიდან
ტაბაწყური ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფელია. დასახლება ბორჯომიდან 60 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ზრდასრულთა განათლების პრობლემა - რას მოუტანს ბორჯომს პროფესიული სასწავლებელი
11 / ივნისი 2019
ზრდასრულთა განათლების პრობლემა - რას მოუტანს ბორჯომს პროფესიული სასწავლებელი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 75 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც 144 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
საკურორტო სოფელში წვიმის დროს წყალს ვერ სვამენ
10 / ივნისი 2019
საკურორტო სოფელში წვიმის დროს წყალს ვერ სვამენ
მერი კანთელაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცემში ისვენებს. ხაშურიდან ბორჯომში ბავშვის გამო, ექიმის რეკომენდაციით ჩამოვიდა. ამბობს, რომ საკურორტო სოფელში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები არ არის.
არც ახალი სკვერია და აღარც ძველი
06 / ივნისი 2019
არც ახალი სკვერია და აღარც ძველი

„სეზონი გვივარდება ქვედა უბანში, მოდიან დამსვენებლები, იკითხავენ სად არის სკვერი და გასართობები ბავშვებისთვისო და ყველა გარბის ზედა უბანში, ჩვენ ვრჩებით ისე“

- გვეუბნება ცემში მცხოვრები ვახტანგ გოგოლაძე
ადგილობრივები გადამწვარი ტყის აღსადგენად
05 / ივნისი 2019
ადგილობრივები გადამწვარი ტყის აღსადგენად
48 წლის მიშა თედიაშვილს, ბოლო 11 წლის განმავლობაში, დაბის გადამწვარ ტყეში 12 000 ნერგი საკუთარი ხელით აქვს დარგული. ორივე ხანძარი 2008-2017 წწ-ში მის თვალწინ მოხდა.
პედაგოგები სკოლის მიღმა
05 / ივნისი 2019
პედაგოგები სკოლის მიღმა
ახლა ბოლო გაკვეთილის ჩატარებას ისეთივე ღელვით ელოდება, როგორც წლების წინ, როდესაც კლასში პედაგოგის სტატუსით პირველად უნდა შესულიყო.
ველომოყვარული სამანქანო გზაზე
03 / ივნისი 2019
ველომოყვარული სამანქანო გზაზე
ველოსიპედი, გიორგი ოგანესიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე მიდის იმ ტრანსპორტით, რომელიც მისთვის ჯანსაღი და იაფია.
ნავის მმართველი
03 / ივნისი 2019
ნავის მმართველი
უხსნის, ასწავლის და შემდეგ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე. დავით აბულაძეს, ნავის მართვა, წყალთან ბრძოლა და ნავში მყოფი პირების მუდმივი ყურადღება, ერთდროულად უწევს.
ექვს კომლიანი სოფლის პრობლემები
03 / ივნისი 2019
ექვს კომლიანი სოფლის პრობლემები
ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობისას გზაზე ტრაფარეტს შეხვდებით წარწერით „ლარები“. გზის მარცხენა მხარეს კი რამდენიმე სახლს დაინახავთ, სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს.
„ყველგან და ყოველთვის პოლიციელი ვარ“ - თეონა ივანიძე
31 / მაისი 2019
„ყველგან და ყოველთვის პოლიციელი ვარ“ - თეონა ივანიძე
მშობლების ჩუმად გაიპარა, ჩააბარა გამოცდები შსს-ს აკადემიაში, მუშაობს პოლიციელად და ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ებრძვის კრიმინალს - ასეთია 30 წლის თეონა ივანიძის ცხოვრების სტილი
ცხოვრება თამბაქოს გარეშე
31 / მაისი 2019
ცხოვრება თამბაქოს გარეშე
მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.
ამინდზე დამოკიდებული წყლის ხარისხი
23 / მაისი 2019
ამინდზე დამოკიდებული წყლის ხარისხი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში, ქუჩაში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, საკურორტო დაბის მთავარ პრობლემად, სასმელი წყლის ხარისხს დაასახელებს. წყალი ონკანებში ხშირად ამღვრეული მოდის. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

დაუცველი ბიომრავალფეროვნება
22 / მაისი 2019
დაუცველი ბიომრავალფეროვნება
ჰაერი რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი რომელსაც ვსვამთ და საჭმელი რომელსაც მივირთმევთ - ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. ეს იგივე სიცოცხლის მრავალფეროვნებაა დედამიწაზე, რომელიც ჩვენს გამო საფრთხეშია და ესაჭიროება დაცვა.
სეზონური შემოსავალი
21 / მაისი 2019
სეზონური შემოსავალი
67 წლის ჟუჟუნა ნოზაძემ, ჰამაკების ქსოვა, 20 წლის წინ მაშინ დაიწყო, როდესაც სამსახურები აღარ იშოვებოდა და დაუსაქმებელი დარჩა.
ხანმოკლე საკურორტო სეზონი წაღვერში
21 / მაისი 2019
ხანმოკლე საკურორტო სეზონი წაღვერში
არჩილ სამხარაძე დაბა წაღვერის პარკში მოაჯირებს ნაცრისფრად ღებავს. სამზადისი საკურორტო სეზონს უკავშირდება. დამსვენებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით უნდა შეხვდნენ.
როგორ იქმნება ოჯახები?
17 / მაისი 2019
როგორ იქმნება ოჯახები?
საქართველოში, როგორ იქმნებოდა ოჯახები ადრე და როგორ იქმნება ახლა? ვეცადეთ ამ კითხვაზე პასუხები მოგვეპოვებინა.
ბავშვთა ექიმი - „პაციენტის სიმპათია“
16 / მაისი 2019
ბავშვთა ექიმი - „პაციენტის სიმპათია“
დღეში 30-ზე მეტ პაციენტს იღებს, თითქმის არასდროს წყდება მისი მობილური ტელეფონის ზარები, კონსულტაციებს ხან ტელეფონით უწევს, ხან პირადად შეხვედრისას.
"ცხოვრება გეოლოგად"
14 / მაისი 2019
"ცხოვრება გეოლოგად"
როგორც ექიმს ესმის პაციენტის გულისცემის ხმა, ისე გრძნობს, 58 წლის გიორგი სამსონიძეც "ჭაბურღილების გულისცემას". 50 ჭაბურღილი და საკაპტაჟე ნაგებობა, იგივე „შვილები“ ჰყავს ჩაბარებული, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება.
დაბინძურებული მდინარეები და გარემოსდაცვითი უპასუხისმგებლობა
13 / მაისი 2019
დაბინძურებული მდინარეები და გარემოსდაცვითი უპასუხისმგებლობა
გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბორჯომელმა მოქალაქემ თამთა დაუნჯიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე ის ვიდეო ატვირთა, რომელიც ქალაქის ცენტრში გადაიღო.
სხვა სტატიები