სპორტი
ბორჯომში რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა
23 / ივნისი 2023
ბორჯომში რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა
ბორჯომში, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელის, ბორჯომელი რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში შეჯიბრება ბორჯომის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 2007-2008 და 2009-2011 წლებში დაბადებულმა 300-მდე სპორტსმენმა მიიღო. 28 წონით კატეგორიაში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდები ეჯიბრებოდნენ.

გამარჯვებული სპორტსმენები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.







ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის ბაკურიანში  საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
17 / ივნისი 2023
ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომელი სპორტსმენის მორიგი წარმატება გერმანიაში
13 / ივნისი 2023
ბორჯომელი სპორტსმენის მორიგი წარმატება გერმანიაში
ბორჯომელმა მოკრივემ, ნოდარ რობაქიძემ გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში იასპარეზა.
ბაკურიანელმა სპორტსმენებმა შვედეთში სკი კროსში გამართულ შეჯიბრზე ქულები გაიუმჯობესეს
04 / მაისი 2023
ბაკურიანელმა სპორტსმენებმა შვედეთში სკი კროსში გამართულ შეჯიბრზე ქულები გაიუმჯობესეს
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, სკი კროსის ნაკრების წევრებმა, შვედეთის კურორტ იდრე ფოლში FIS-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ქულები.
სპორტული შეჯიბრება ბორჯომის № 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის
27 / აპრილი 2023
სპორტული შეჯიბრება ბორჯომის № 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის
ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ერთმანეთს ღია ცის ქვეშ სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.
"ბაკურიანში ვეღარ ვამზადებთ მოსწავლეებს ზამთრის სახეობების მიმართულებით" - ეკა ორჯონიკიძე
26 / აპრილი 2023
"ბაკურიანში ვეღარ ვამზადებთ მოსწავლეებს ზამთრის სახეობების მიმართულებით" - ეკა ორჯონიკიძე
დღეს, ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
ლუკა კილაძე და ანასტასია კირთაძე ჭადრაკში  მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
23 / აპრილი 2023
ლუკა კილაძე და ანასტასია კირთაძე ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
პირველად, 21 წლის შემდეგ!!!

ლუკა კილაძე - მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკამ, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე საჭადრაკოთა შორის, მოიპოვა ტიტული.

მან 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!

აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა შორის, 2002 წლის შემდეგ ქართველი მოჭადრაკე პირველად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა!

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატს კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი ჰყავს.
ტიტული ანასტასია კირთაძემ მოიპოვა.

ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!
ქართველი მოზარდის მწვრთნელი - საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული!

ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა
16 / აპრილი 2023
ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბაკურიანელმა და-ძმა გობოზოვებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ტრამპლინიდან ხტომაში საუკეთესო შედეგით იასპარეზეს
10 / აპრილი 2023
ბაკურიანელმა და-ძმა გობოზოვებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ტრამპლინიდან ხტომაში საუკეთესო შედეგით იასპარეზეს
ბაკურიანელმა სპორტსმენებმა ესმერალდა და ალან გობოზოვებმა, სლოვენიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი მოიპოვეს.
ბორჯომელმა მოჭადრაკემ ელენე შონიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
05 / აპრილი 2023
ბორჯომელმა მოჭადრაკემ ელენე შონიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
3-4 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.