დაპირისპირება ბორჯომის თოჯინების თეატრში

ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრიდან 4 თანამშრომლის გათავისუფლება, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და დასის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

თოქ-შოუ "ფორუმის" სტუდიაში თეატრში განვითარებული 

მოვლენების განხილვა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. გადაცემის სტუმრები მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, თეატრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და მოქმედი მსახიობები სამხატვრო ხელმძღვანელს მოვალობების შეუსრულებლობაში და თეატრისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.

 

 რატომ მიიღო თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის გადაწყვეტილება სამხატვრო ხელმძღვანელმა, რა ულტიმატუმი წაუყენა მას ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ვინ როგორ ერევა თეატრის შიდა სამზარეულოში და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს თეატრში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის უფლება და როგორია კულტურის სამინისტროს დამოკიდებულება თეატრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ საკითხების განხილვა პირდაპირ ეთერში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

 

მთელი გადაცემის მიმდინარეობისას არ შეწყვეტილა ტელემაყურებლის სატელეფონო ზარები.


Print