"ფორუმი" - ზანავში
დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად სოფელ ზანავში გაიმართა. ზანავი ბორჯომის სოფელია 130-მდე კომლით.
პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დასახლებაში არსებულ მთავარ გამოწვევებს გაეცნენ.

სოფლის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ითხოვს.





ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა ის პრობლემები მოსიმინეს, რაც ზანაველებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

საკანალიზაციო სისტემასთან ერთად, ადგილობრივები სუფთა სასმელ წყალს, სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სატატუსს, ექიმს და ამბულატორიას ითხოვენ.

შეხვედრა ზანავში დასახლების ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.




გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=uZfV4lmdh9A&feature=youtu.be


Print