"ფორუმი" - საკირეში
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა გაიმართა სოფელ საკირეში. დასახლებაში არსებულ რიტუალების სახლში შეკრებილ ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის პირველი პირები შეხვდნენ.

პროექტი გულისხმობს ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობას, სოფელში არსებული მთავარი პრობლემების იდენტიფიცირებას და მსჯელობას არსებული გამოწვევების ირგვლივ.

საკირეში მცხოვრებლების მთავარი პრობლემა გაზიფიცირებაა, ადგილობრივები წლებია ბუნებრივ აირს ითხოვენ. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ მიმდებარე სოფლებსაც. საკირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის ალტერნატივა შეშაა, რაც ახლოს მდებარე ტყის გაჩეხვას იწვევს.





დაახლოებით ერთ საათიან შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან საკირეში მცხოვრებლებმა არა ერთი საკითხი განიხილეს, მოსაწესრიგებელი სანიაღვრე არხები, დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული გზის მოწყობის სამუშაოები, საშეშე მერქნის მოპოვებასთან და ვადებთან დაკავშირებული პრობლემები, მცირე ზომის მუნიციპალური ტრანსპორტი.



შეხვედრის დროს, მერის მოადგილემ ადგილობრივებს უთხრა, რომ გზის და სანიაღვრეების პრობლემებს ადგილზე ნახავდა, დისკუსიის დასრულების შემდეგ ბუბა ბერიძე და გიორგი გოგიჩაიშვილი სოფელში იმ ადგილებზე მივიდნენ, რომლებზეც საკირის მოსახლეობა საუბრობდა. ადგილზე გაეცნენ არსებულ პრობლემებს და ადგილობრივებს ამ საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.



გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე

https://youtu.be/VWipdd6Z7fs

 

Print