"ფორუმი" - ტიმოთესუბანში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბანში გვქონდა შეხვედრა 16 მაისს. პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
შეხვედრა სოფლის ცენტრში არსებულ რიტუალების სახლში შედგა. ადგილობრივების კითხვებს ბორჯომის მერის მოადგილეებმა ბუბა ბერიძემ, დავით ზაალიშვილმა და მერის წარმომადგენელმა წაღვერის თემში პაატა პაქსაშვილმა უპასუხეს.



ადგილობრივების მთავარი გამოწვევა მაღალმთიანი დასახლების სტატუსია, რომელიც სოფელმა ვერ მიიღო. სტატუსს ტიმოთესუბნელები წლებია ითხოვენ. ამბობენ, რომ უსამართლობის განცდა აქვთ. მათ თემში არსებული ყველა სოფელი ამ სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით უკვე სარგებლობს.



ტიმოთესუბნელებს სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ, ამბობენ, რომ სოფელში სასმელი წყლის მილები რამდენიმე წლის წინ დამონტაჟდა და მიტოვებულია. ახლა სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ელიან. არ ჰყავთ ტრაქტორი, რაც დასახლებაში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას აფერხებს. ტექნიკის რიგში მდგომ მოსახლეობას მიწების მოხვნა უგვიანდება.

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=jx_m2Rdisns&feature=youtu.be






Print