"ფორუმი" - ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციის განხილვა
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი, ქალაქის სავიზიტო ბარათია, მაგრამ პარკი უკვე დიდი ხანია ვეღარ აკმაყოფილებს, ვერც ადგილობრივების და ვერც ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორების მოთხოვნებს. მოძველებულია ატრაქციონები, ინფრასტრუქტურა, ერთადერთი რაც უცვლელი და ყველსთვის მიმზიდველია იქ არსებული ბუნებაა.

პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე ბორჯომის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, კონკურსს ორი გამარჯვებულიც ჰყავს და შესაბამისად არსებობს პარკის განვითარების ორი განსხვავებული ხედვა.
გადაცემაში რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად საკუთარი კონცეფციები ავტორებმა წარმოადგინეს.

გადაცემის სტუმრები:

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი
ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია

პარკის განვითარების  კონცეფციის ავტორები ლევან ალიბეგაშვილი და გიორგი ბასილაძე.

სტუდიის სტუმრებმა პარკში არსებულ მთავარ გამოწვევებზე და მისი განვითერების ხედვებზე იმსჯელეს



მთავარ პრობლემებად პარკში ტურისტებიც და ადგილობრივებიც ინფრასტრუქტურას, გასართობების ნაკლებობას, კვების ობიექტების სიმცირეს და პარკში შესასვლელ 2 ლარიან გადასახადს მიიჩნევენ.



გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის"

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.



Print