"ფორუმი" ბაკურიანში

ბაკურიანში საკურორტო სეზონი 15 დეკემბრიდან დაიწყება, პირველი თოვლი აქ უკვე მოვიდა. პრობლემები კი ადგილობრივებს ბევრი აქვთ. გზები, გზის ფეხით სავალი ნაწილები, გარევაჭრობა - ეს არის ის მთავარი საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ბაკურიანში მცხოვრებლები ითხოვენ.

თოქ-შოუ "ფორუმში" ამ და სხვა საკითხების განხილვა ადგილობრივებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხდა. ბაკურიანში მცხოვრებლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მოისმინეს პასუხები მათ კითხვებზე, ასევე გაიგეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც ბაკურიანში 2014 წელს იგეგმება. ისაუბრეს ასევე სათხილამურო სპორტის განვითარებაზე.


Print