ასია ანტონიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულაში ცხოვრობს.
სოფლის დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა მეზობელი სოფლის, ბალანთის
საჯარო სკოლაში გააგრძელა და წარჩინებით დაამთავრა.
ამჯერად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის
სტუდენტია და მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად ემზადება. ახალი წლიდან კი
საკუთარ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდება. მომავალი პროფესია ოჯახთან
ერთად შეარჩია.