შვილების გაზრდამდე გადადებული ნატვრა
სოფელ ციხისჯვარში, 29 წლის ნადეჟდა პავლოვა 4 შვილის დედაა. მან და მისმა მეუღლემ ოჯახი ადრეულ ასაკში, არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შექმნეს და უმაღლესი განათლების მიღებაზე არც უფიქრიათ.

ნადია დიასახლისია, მისი მეუღლე კი მწყემსი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შვილების მომავალს სხვაგვარად ხედავს. სურვილი აქვთ, რომ ბავშვებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, საკუთარი პროფესია ჰქონდეთ და სოფელს თავი დააღწიონ.

პროფესიაზე ადრე არ უფიქრია, თუმცა ახლობლებისთვის სადღესასწაულო ვარცხნილობების გაკეთების შემდეგ ნადიას სურვილი გაუჩნდა, რომ თმის სტილისტის ხელობა შეისწავლოს და სილამაზის სალონი გახსნას, თუმცა შვილების გაზრდამდე დედას ეს ნატვრა გადადებული აქვს.
Print