31 დეკემბრის საახალწლო გამოშვება
შეცვლილი როლები სპეციალურად საახალწლო გამოშვებისთვის;

საახალწლო ეთერის წამყვანები, ანსამბლ "ოქტავას" წევრები - გოგი ხუციშვილი და მალხაზ კურტანიძე;

როგორია საახალწლო სამზადისი, ვინ რა წერილი დაუწერა თოვლის ბაბუას და რა სურვილები აქვთ ადგილობრივებს - სიუჟეტი მსახიობმა მარიამ ლომიძემ მოგვიმზადა;

წლის რეიტინგული რესპონდენტი - ვინ დასახელდა ნომინაციაში?

ზოდიაქოს 12 ნიშანი და ტელეკომპანია "ბორჯომის" 12 რესპონდენტი ასტროლოგიური პროგნოზებით;

როგორი ამინდი გველის ახალი წლის დღეებში - პროგნოზს ფერმერი ირმა მაღრაძე გვაცნობს;

და ბოლოს, წლის ყველაზე სახალისო ვიდეო - ტელეკომპანია "ბორჯომის" რესპონდენტების, ჟურნალისტების და ოპერატორების 2023 წლის კურიოზები.

Print