covid-19
"შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის" - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში პანიკისა და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ვირუსის პრევენციისთვის დღის წესრიგში არ დგას შეზღუდვებისა და ჩაკეტვების საჭიროება.

მინისტრი განმარტავს, რომ არსებული მონაცემებით, პირბადეების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.

„ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ ციფრებში შეიძლება შევადაროთ, მაგალითად ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევა თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ 700 000-იან ქვეყანაში. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალში მკურნალობა მზად ვართ, რომ ჰოსპიტალში ვუმკურნალოთ. ვისაც სჭირდება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ „ფაიზერის“ წარმოების ეს მედიკამენტი - „პაქლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. სულ რამდენიმე ქვეყანას შორის ვიყავით, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკებიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტი შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს, რასაკვირველია შეუძლიათ აცრის გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ინფექციონისტები ადასტურებენ, რომ საშიში და საპანიკო არაფერია.

„შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, -აღნიშნა აზარაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.