covid-19
6-12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.


Print