საზოგადოება
უფასო ტესტირება აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე
აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე უფასო ტესტირება დღეს ბორჯომში მიმდინარეობდა. აქცია ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ქალაქის ცენტრში მობილურ ლაბორატორიაში მისვლა დღეს ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ტესტირების ევროპულ კვირეულს, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც შეუერთდა.
ევროპის ტესტირების კვირეული 17-24 მაისს ტარდება. ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს.



Print