"ბორჯომში ხანძრის ყველა კერა თითქმის ლოკალიზებულია, გავრცელების რისკი ნაკლებია" - ბორჯომის მერი
ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მისი განცხადებით, ამ დროისთვის თითქმის ლოკალიზებულია ყველა კერა და ხანძრის კვლავ გავრცელების საფრთხე ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

"დღეის მდგომარეობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. თითქმის ლოკალიზებულია ყველა კერა. არის პასიური კერები. ხანძრის გავრცელება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებთან. ქარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბოლოოდ, ადგილზე მიდის მონიტორინგი, ხორციელდება თითოეული კერის დამუშავება. ამ ეტაპზე, ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერ-ჯერობით არ არსებობს" - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ ხანძრის მესამე დღეს. მოგვიანებით კი ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო დამატებითი ავიაცია თურქეთიდან. ამ დროისთვის უცნობია, ხანძრის რა ფართობია დამწვარი ბორჯომის ხეობაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.