"ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს"-ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მინისტრის თქმით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში დაახლოებით 1 200 კაცზე მეტი მონაწილეობს, მობილიზებულია ტექნიკა, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები იქნება.

"ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები. არის აქტიური კერებიც, მუშაობენ.

დაახლოებით 1200 კაცზე მეტია მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს დაცვის წარმომადგენლებიც არიან.

ასევე, მობილიზებულია ტექნიკა - 120-110 ერთეული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც გზის გაყვანაზე მუშაობენ, რომ მიუდგნენ - ფიზიკურად ვერ უდგებიან ადამიანები.

ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენებიც, თუმცა, წყალი თუ არ მიაწოდეს, მარტო ადამიანის ჩასვლა ცეცხლს ვერ ჩააქრობს, აქედან გამომდინარე, გზების გაყვანაზე მუშაობს ტექნიკა, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.

საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ არ ამოვარდა ქარი, ღამით კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. თუ ქარი ამოვარდა, რა თქმა უნდა, არის გავრცელების რისკი, ან შეიძლება, უფრო მეტად მოედოს ტერიტორიებს.

ხანძარი ლოკალიზებული გვაქვს სოფლებისკენ, დასახლებული პუნქტებისკენ რომ არ გავრცელდეს მანქანებია მობილიზებული. თუ ძლიერი ქარი ამოვარდა, შესაძლებელია მეტი ტერიტორია დაიწვას, ვიდრე ახლაა დამწვარი. თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.