საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ხანძრის საწინაარმდეგო სამუშაოებს განაგრძობს
საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინაარმდეგო სამუშაოებს განაგრძობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები აქტიურადაა ჩართული. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.


ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა.


საქართველოს თავდაცვის ძალები, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩაერთვნენ.



Print