ეს საინტერესოა
როდესაც საჭესთან ხართ - ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ (ვიდეო)
სატვირთო მანქანის ვიდეორეგისტრატორმა ჩრდილოეთ კაროლინას გზაზე სახალისო შემთხვევა დააფიქსირა.
მანქანა აშშ-ში შარლოტასთან გზატკეცილზე მიდიოდა. როდესაც იგი მდინარეს მიუახლოვდა, ვიდეოკამერის კადრში ფრინველი გამოჩნდა, რომელსაც კლანჭებით ახლად დაჭერილი თევზი მიჰქონდა.

ფრინველს გაუჭირდა მოზრდილი თევზის შენარჩუნება და იგი პირდაპირ სატვირთო მანქანის საქარე მინაზე დაეცა. მძღოლი იძულებული გახდა მინის გასაწმენდად მანქანა გააჩერებინა.

” ჩვენი ერთი მძღოლი შარლოტიდან ამბობს, რომ სატვირთო მანქანის მართვისას ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ ”, - ხუმრობენ Ward Transport- ის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვიდეო გამოაქვეყნეს.


Print