ბორჯომში საბავშვო ბანაკი მოეწყო
გასულ კვირას, 20-დან 25 ივნისის ჩათვლით ბორჯომმა საბავშვო ბანაკს უმასპინძლა. საჯომარდო ბანაკის ინიციატივით საბავშვო ბანაკი პირველად მოეწყო. მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდები არიან. ჯომარდობასთან ერთად, ისინი ერთვებიან საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა აქტივობებში.

ლიტერატურული კონკურსის საფუძველზე შეირჩა 12-დან 15 წლამდე, 36 ბავშვი რომლებიც დაიყო 3 ნაკადად. თითოეულ ჯგუფში 12 მონაწილეა. ამჯერად ბორჯომს ესტუმრნენ შიდა ქართილში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები.

პროექტი ზაფხულის განმავლობაშიც გაიმართება , შიდა- ქართლის ,გარდა შემდეგ ნაკადში მნაწილეობას მიიღებენ ე.წ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც. პროექტი სამომავლოთაც გაგრძელდება და ყველა მსურველს , რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან შეეძლებათ მონაწილოების მიღება.


Print